II რაიონი ( Bourse )
ეს არის ტერიტორიულად ყველაზე პატარა რაიონი. როგორც იცით პარიზს არაერთი მეტსახელით მოიხსენიებენ, როგორიცაა სიყვარულის ქალაქი, სინათლის ქალაქი. ყველაზე პოპულარული მაინც სინათლის ქალაქია (La Ville-Lumière), რადგან პარიზი იყო ევროპაში ერთ–ერთი პირველი, სადაც ქუჩები გაზის სანათებით იყო განათებული და პირველი ქუჩა, რომელიც გაზის სანათებით განათდა ზუსტად დღევანდელ მეორე რაიონში მდებარეობს Passage des Panoramas, რომელიც ამავე დროს ერთ-ერთი პირველი გადახურული პასაჟი იყო მთელს ევროპაში.
ეს არის ყველაზე ლამაზი ადგილი ამ რაიონში, ულამაზესი მყუდრო კაფეებით და ბუტიკებით, პასაჟის გადახურული ჭერი კი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის თითქოს გიგანტურ კოლბაში ჩასმულ ქალაქში მოხვდით.
მეორე რაიონი ერთადერთი ცენტრალური რაიონია პარიზში, რომელიც მაინცდამაინც არც საცხოვრებლად ვარგა და არც დასასვენებლად, შესაბამისად არც სასტუმროების სიმრავლით გამოირჩევა. ეს არის ტექსტილის ინდუსტრიის რაიონი, რომელიც დილის 5-6 საათიდან გუგუნებს, ამიტომ დასვენებისთვის და სიმყუდროვისთვის არ გამოდგება, არც გასართობია რამე, თუ არ ჩავთვლით "მაღალი" გართობის მოყვარულებს, მაგალითად ოპერის და თეატრის მიყვარულებისთვის Opéra-Comique, Théâtre des Bouffes-Parisiens, Théâtre des Variétés, ბიბლიოფილებისთვის რიშელიე-ლუვუას ბიბლიოთეკა, რომელიც სამეფო ბიბლიოთეკა იყო ადრე. შოფინგის მოყვარულები აქ ნახავთ მაღალი კლასის გალერეებს, რომლებიც სხვადასხვა ბუტიკებს აერთიანებს. ესენია: La Galerie Vivienne, Galerie Colbert, Passage Choiseul, Passage du Ponceau, Passage Jouffroy, Passage du Bourg-L'abbé, Passage Lemoine, Passage du Caire, Passage du Grand Cerf, Passage des Princes, Passage Basfour. ძალიან ბევრი ტრენდული მაღაზიებია Etienne Marcel -სა და Montorgueil -ის ქუჩებზე. ამიტომ თუ ამ რაიონში მოხვდებით, გაითვალისწინეთ.
ალბათ ჩემი და ჩემზე უფროს თაობას ემახსოვრება ფრაზა "კაცი კაპუცინების ბულვარიდან". რომელიც საბჭოთა მიუზიკლ-ვესტერნის სათაური იყო. მეც მესმოდა, არც თუ ისე იშვიათად, ბავშვობაში, იმიტომ რომ "ქალაქობანას" ვთამაშობდით ხშირად და კითხვაზე "ფილმი "კ" ასოზე" ერთადერთი ეს ფილმი გვაგონდებოდა ბავშვებს. რატომღაც მეგონა რომ კაპუცინები პატარა კაცები იყვნენ, ბულვარი კი რაღაც კუნძული, სადაც ეს პატარა ადამიანები ცხოვრობდნენ. ძალიან მინდოდა იქ მოხვედრა და მათთან ერთად ცხოვრება. ჰოდა გავიზარდე და მოვხვდი კაპუცინების ბულვარზე, რომლის ნაწილიც ზუსტად ამ რაიონშია და ნაწილი მეცხრეში. ვერც კუნძული ვნახე ვერსად და ვერც პატარა ხალხი. ერთი დიდი და ლამაზი გამზირი აღმოჩნდა, რომელიც არქიტექტურული სტილით და ჭადრებით საოცრად გავდა რუსთაველის გამზირს. აქვე აღვნიშნავ, რომ პარიზის ქუჩების უმეტესობა ძალიან გავს რუსთაველის გამზირს, მთელს "პლეხანოვს", სოლოლაკის, მთაწმინდის ქუჩებს. რა თქმა უნდა, ბევრად ლამაზია და მოვლილი, მაგრამ აი, ის გრძნობა პარიზში პირველად ჩასულებს რომ უჩნდებათ ხოლმე, თითქოს "შინ" ვარო, აქედან გამომდინარეა. თან როცა ამ შენი "შინ"-ის საუკეთესო ვარიანტს ხედავ - გარემონტებულს, დალაგებულს და მოვლილს, შენც გიჩნდება განცდა რომ ვითომ მისი ნაწილი ხარ.
Boulevard des Capucines ერთ-ერთია "გრან ბულვარის" ოთხეულიდან დანარჩენ სამთან ერთად: Boulevard de la Madeleine, Boulevard des Italiens, and Boulevard Montmartre. ეს გამზირები ისე არიან ერთმანეთზე გადაბმული რომ ერთ მთლიან უწყვეტ ჯაჭვს ქმნიან.
კაპუცინების გამზირისა და ოპერის მოედნის კუთხეში მდებარეობს პარიზის ერთ-ერთ ცნობილი კაფე Café de la Paix, რომელიც გრანდ ოტელის შენობაშია განთავსებული.
მართალია მეცხრე რაიონის მხარესაა, მაგრამ რადგან კაპუცინები ვახსენე, ბარემ ამ კაფესაც ვახსენებ. ფასებიც, მომსახურებაც და კერძებიც overrated არის, ჩემი აზრით რა თქმა უნდა.
ამავე ქუჩაზე შეიგიძლიათ ეწვიოთ Théâtre-Musée des Capucines.
რაც შეეება რაიონის ისტორიულ სახელწოდებას Bourse, აქ მდებარეობს ყოფილი საფონდო ბირჟის შენობა PALAIS BRONGNIART, რომელიც დღესდღეობით საერთაშორისო საღონისძიებო და საკონფერენციო ცენტრია.
III (Temple) და IV (Hôtel de Ville) რაიონები
III
IV
მესამე და მეოთხე რაიონებს ერთად გავაერთიანებ, რადგან ორივე ისტორიული მარეს უბანია (Le Marais). მესამე - მარეს ჩრდილოეთ ნაწილია და მეოთხე - სამხრეთი.
შეიძლება ითქვას რომ ეს რაიონები პარიზის ყველაზე ძველი რაიონებია, რადგან მეოთხე რაიონში შედის კუნძულები სენ ლუისი და სიტე, (აღმოსავლეთი ნაწილი. დასავლეთ ნაწილი, როგორც წინა ნაწილში ვთქვი, პირველ რაიონს ეკუთვნის) საიდანაც "დაიწყო" პარიზი.
მეც ამ კუნძულებიდან დავიწყებ. და დავიწყებ რითი, თუ არა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრით (Notre Dame de Paris) ან უბრალოდ ნოტრ დამით - სამიდან ერთ-ერთი, რის ნახვასაც ესწრაფვიან ხოლმე პირველად ჩასული ტურისტები ეიფელის კოშკთან და ტრიუმფალურ თაღთან ერთად.
ხედები ეიფელიდან
ხედი ტრიუმფალური თაღიდან
განსაკუთრებით ლამაზია ღამით
Notre Dame de Paris - ეს არის პარიზის დედოფალი, გასაშტერებლად ლამაზი, დიდებული, მრავლისმნახველი და მრავალტანჯული. ეს იყო პირველი არამართლმადიდებლური ტაძარი, რაც ვნახე. მახსოვს, პირველად რომ დავდექი მის წინ, ვითარცა ტყაპუჭიანი მაია წყნეთელი, გავიფიქრე, ღმერთო რატო მაცხოვრე აქამდე სიცრუეში, რომ ჩემ სალ კლდეებზე, გიჟ თერგზე და მოდუდუნე მტკვარზე ლამაზი, არსად არაფერი მეგულებოდა-მეთქი. გავიფიქრე თუ არა, ეგრევე მოვიწყინე და იმის მერე ეგრეც დავრჩი. მიუხედავად იმისა, რომ მერე ძალიან ბევრი ნოტრ დამზე ლამაზი და დიდებული ტაძარი ვნახე, აი, იმდენი რომ კარგ სტაჟიან პილიგრიმებს შეშურდებათ მსოფლიოს ყველა კუთხიდან, პარიზის ნოტრ დამი ჩემთვის მაინც ენით აღუწერელი სილამაზის მანტიაში გახვეული ღმერთის, სიცრუიდან გამოყვანისა და ტყაპუჭის გახდის სიმბოლოდ რჩება. ამას ასევე ხელი შეუწყო ჰიუგომ თავისი რომანით და დედაჩემმა - ჩემზე უარესმა ფრანკოფილმა, რომელიც სტუდენტობისას მთელ თავის სტიპენდიას სახლში ფრანგულენოვანი ბიბლიოთეკის შექმნას ახმარდა. ჰოდა, მოგვისხამდა ხოლმე შვილებს საღამოობით და ხან ჰიუგოს გვიკითხავდა, ხან დიუმას, ხან ჟიულ ვერნს, მერე გვითარგმნიდა. ესე უფრო მოგვწონდა, ვიდრე პირდაპირ ქართულად ნათარგმნი წიგნების კითხვა.
სხვათაშორის, ჰოუგოს "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარმა" გადაარჩინა ტაძარი დანგრევას და ერთ-ერთი ვარაუდით ჰიუგოს მიზანიც ეს იყო, როცა რომანს წერდა, რადგან იმ პერიოდისთვის ისეთ დღეში იყო შენობა, რომ აღდგენას აღარ აპირებდნენ და უნდა დაენგრიათ ან გაეყიდათ. რომანის არნახულმა პოპულარობამ ისეთი ინტრიგა და იდუმალება შესძინა ტაძარს, რომ ყველა კუთხიდან მოაწყდა უამრავი მნახველი, რამაც გადაარჩინა კიდეც.
ეს რომანის პირველი გამოცემა, რომელიც ჰიუგოს სახლში გადავიღე.
ტაძართან, ისევე როგორც სხვა ტურისტულ ადგილებში, დიდი რიგებია. რა უნდა გააკეთოთ რიგში? რა და ტურისტები უნდა ათვალიეროთ და შიგადაშიგ ფოტოებიც გადაუღოთ:
აი ეს ყელმოღერებული არსება, რომლის ეროვნების გამოცნობაც არ გაგიჭირდებათ და რომელმაც დამინახა თუ არა ფოტოაპარატით, წუთში სამოცი პოზა მიიღო.
ეცადეთ ნოტრ-დამში ისეთ დროს მიხვიდეთ როცა მესაა.
თუ საორღანო კონცერტის დროს მოხვდით, მთლად გაგიმართლებთ. ერთდროულად სამოთხეცაა და ჯოჯოხეთიც.
თუ რომანტიულ მოგზაურობაში იმყოფებით თქვენს თანამგზავრთან ერთად, ტაძრიდან გამოსულები პირველი რასაც აკეთებთ, მიდიხართ ნოტრდამის უკან მდებარე ხიდისკენ და ხიდზე აბამთ ბოქლომს მარადიული სიყვარულისა და ერთგულების ნიშნად. ბოქლომს იქვე ყიდულობთ 5 ევროდ. ფლომასტერი თან უნდა გქონდეთ. აბა ფლომასტერის გარეშე ვინ წასულა პარიზში! თუ მეგობრები ხართ და ბევრნი ხართ, მაშინ დიდი ბოქლომი დაგჭირდებათ, სახელები ხომ უნდა დაეტიოს ზედ. მოკლედ, დააწერთ სახელებს, ჩაკეტავთ ბოქლომს და გასაღებს მოისვრით სენაში. თქვენი გულისა და მყარი ურთიერთობის გასაღები რომ სენაში განისვენებს, მარტო ამის ცოდნა რამხელა გლამურს გმატებთ ღმერთმანი, კი ღირს ამისთვის ხუთი ევროს გამეტება და ფლომასტერის ჯიბით ტარება.
ჩვენც "ენგრე" მოვიქეცით.
ბოროტმა ხმებმა მოაღწია ჩემამდე, რომ წელს ბოქლომები აიღეს და ეს ტრადიცია უქმდება სიყვარულის დედაქალაქშიო და იმედია ტყუილია. დღეს თუ მყარად დგას ჩემი ოჯახი, სენაში განსვენებულ გასაღებს და მის ნაპირზედ ჩაკეტილ ბოქლომს ვუმადლი ცალსახად.
ტაძრის გარშემო უამრავი კაფეა, მაგრამ შესვლას მაინცდამაინც არ გირჩევთ, აურაცხელი ტურისტის გამო ბლიც მომსახურება აქვთ და დიდად არც კერძების ხარისხია მაღალი და არც მომსახურების. სრულიად შესაძლებელია მწვანე სალათის ფურცლებში მსუქანმა მატლმა შემოგცინოთ.
ამ ხიდს რო გადაჭრით, ბუკინისტებს შეამჩნევთ და ჩაუყევით, ძალიან ისიამოვნებთ.
ქუჩის მხატვრებსაც წააწყდებით.
მე რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ვიყო ან პოეზიის ღმერთი, მდინარე სენას ბოდლერის სულის ქალიშვილებისა და ვაჟიშვილების დედაქალაქად გამოვაცხადებდი.
ღმერთო ჩემო, ალბათ რა წარმოუდგენელი ბანალურობაა იმათთვის, ვისთვისაც თავისუფლება ამსტერდამში იწყება და ბერლინში მთავრდება ან პირიქით. მაგრამ ჩვენ, პოეტებს ჩვენი მექა გვაქვს თავისუფლების და ესაა მდინარე სენა და მისი ნაპირები, რომელსაც ზაფხულობით უკარგავენ თავის ხიბლს და დროებით ხელოვნურ პლიაჟებს "დააშენებენ". ხოლმე. მაინცდამაინც არ არის ამაღელვებელი სანახაობა. ეს ხომ მწუხარე სახის რაინდების, ადელა ჰიუგოების, ჟან-ვალჟანების, ვერშემდგარი არტისტების, პოეტების, მსახიობების, მომღერლების, მოცეკვავეების, მხატვრების და უიღბლო ყომარბაზების საბოდიალო ადგილია . . .
ძალიან მიყვარს სენის ბორნებისა და ყურებამდე გაღიმებული ხალხის ყურება, ყველა რომ უყვართ იმ წუთას, განსკუთრებით იაპონელების სახის არაამქვეყნიური გამომეტყველების.
სენის კრუიზების ბილეთები შეგიძლიათ აქ ან ადგილზევე იყიდოთ. ძირითადად ეიფელის კოშკის მიდებარე ტერიტორიიდან გადიან. განსაკუთრებით ლამაზი და რომანტიულია ღამის Dinner კრუიზები. ამაში პირველობას არავის უთმობს იახტა Don Juan II . გაითვალისწინეთ რომ დრეს კოდია.
ღამის ჩვეულებრივი სამგზავრო კრუიზი ესეთია:
აქვე ულამაზეს ღია რესტორანშიც შეგიძლიათ შეისეირნოთ.
მაგრამ სენის ნაპირებზე ღამე ფეხით სეირნობას მაინც არაფერი სჯობს. ჩაუყვები ღიღინით:
"სულესიელდეპაღისანვალუნეშანსონ,
მთვარე ამოსვლას რომ დააპიირებს,
ელენედოჟუძუიდონლეკეღდენგაღსონ,
ბადით ჩავყვები სენის ნაპიირეებს,
სულესიელდეპაღიმაღშდეზამუღე,
ლოქო ჭანარი მურწა კალმაახიი,
ლეღბონესეკონსტღუი სუღანეღფეპუღე,
უკვე გასაღდა ექვსი თაბაახი"
და იქვე ჩამოჯდები მდინარის კიდეზე. წარმოიდგენ რომ ოდესღაც ვან გოგიც ჩამოსულა აქ და სიმწრისგან უტირია, მერე ბევრის მნახველად ამოიოხრებ, "ეეჰ, სე ლა ვი"-ო და განაგრძობ ფეხების ქანაობას.
ისევ გაუყვები ნაპირს, ბორნებს უყურებ, მოსიარულე თუ ჩამომჯდარ წყვილებსა და "სასტავებს".
"მეფანდურე" გოგო-ბიჭებსაც შეიძლება გადააწყდე, ქრიზანთემების და მაგნოლიას მაგივრად ბობ დილანის "როქ მი მამას" რომ მღერიან:
კუნძული მარჯვენა სანაპიროს უერთდება ლუი ფილიპის, მარის და სიულის ხიდებით და ამით გადავდივართ კიდეც მეოთხე რაიონში.
როგორც ვთქვი, ეს არის ლე მარეს დასახლება - ძველი არისტოკრატიის, ებრაელთა და გეი ქომიუნითის უბანი. პარიზის არისტოკრატია აქ ცხოვრობდა მე-18 საუკუნემდე. მეფის კარის ვერსალში გადასვლის გამო, მდიდარი მოსახლეობაც დაიძრა და გადაბარგდა დღევანდელ მე-7 რაიონში. მე-19 საუკუნეში კი თითქმის დაცარიელდა, რომელიც შემდგომში აღმოსავლეთ ევროპიდან მიგრირებული ებრაელებით შეივსო. სამეფო სახლები კი მუზეუმებად და კულტურულ ცენტრებად გადაკეთდა.
ლათინურ კვარტალთან ერთად ჩემთვის ეს უბანი არის ყველაზე ცოცხალი, ლაღი, უსაფრთხო და ყველაზე პარიზული პარიზი. პირველი რის ნახვასაც გირჩევდით, ეს არის ჰენრი (ანრი) მეოთხეს მიერ აგებული Place des Vosges - პარიზის უძველესი მოედანი - ყოფილი სამეფო მოედანი, რომელიც არა მარტო მესამე-მეოთხე რაიონის, არამედ მთელ პარიზში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია კვადრატული ფორმის ბაღით და ბაღის გარშემო აღმართული, წითელი აგურითა და ღია ფერის ქვებით ნაშენი სიმეტრიული და ერთგვაროვანი შენობებით.
ეს გუგლის ფოტო, ზედხედი
წელს კარგი ამინდი დაემთხვა და ბაღიც სავსე იყო
მოედნის ერთ-ერთ შენობაში მდებარეობს ვიქტორ ჰიუგოს სახლ-მუზეუმი. გამიმართლა და ისეთ დროს მოვხვდი, რომ "საბრალონის" საიუბილეო გამოცემაც შემხვდა. (დედა გავახარე).
უცნაური გრძნობა დამეუფლა, როგორც კი ფეხი სადარბაზოში შევდგი. მთელი ბავშვობა დედა გვიკითხავდა ისეთ წიგნებს, რომლის ავტორების არსებობაც კი არ მჯეროდა, ფიქრშიც კი ვერ ვეხებოდი და უცბად ერთ-ერთის სახლში ვხვდები, იმ სახლში, სადაც წერდა "იმ" ამბებს, სადაც ეძინა, სადაც ფანჯრიდან იყურებოდა, სადაც ბუხართან იჯდა და ხან თვლემდა, ხან კითხულობდა, სადაც ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ორი საუკუნის შემდეგ, მიყრუებული კავკასიის მთების შვილი, მედიკო მასწავლებლის დადგმულ სასკოლო სპექტაკლში ითამაშებდა მის კოზეტას.
ავყვეთ კიბეებს:
ესეც სახლი
ხედი მისი ფანჯრებიდან
ჰიუგოს სახლიდან რომ გამოხვალთ და ჰიუგოს კაფეში არ შეხვალთ, არ გეცოდინებათ რომ აქ მსოფლიოში საუკეთესო ცხელ შოკოლადს ამზადებენ!
მერე და გგონიათ დიდი გზის გავლა მოგიწევთ? იქვეა სახლის კუთხეში საყვარლად მიყუჟული.
გადაქექილი მაგიდები რატოა, გითხრათ? მართლა გადაქექილი და არა, ხელოვნურად დაძველებული. მეტროს მწვანე ვაგონებზე რო მოგიყევით პირველ ნაწილში, ესეც ეგრეა.
კაფეს ეს ადგილი ბოლოსთვის შემოვინახე, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ბავშვობოს ოცნების კაფის ზუსტი ასლი. ესეთი საბავშვო სავარძლები გვქონდა სახლში, მრგვალი და მაგიდაც პატარა და მრგვალი. ზაფხულობით დედაჩემი გაიტანდა და დადგამდა ხოლმე დიდ, დაბალ ფანჯრებიან ლოჯიაში, რაფის წინ. ვაღებდით ყველა ფანჯარას, მერე ნამცხვრისგან მორჩენილ ცხელი შოკოლადის მინანქარს გვისხამდა ჭიქებში, თან ვსვამდით, თან გამვლელებს ვაკვირდებოდით, თან დიდი მეგონა თავი და ზუსტად ესეთი წარმომედგინა პარიზული კაფე.
როგორც კუნძულებზე, ასევე Place des Vosges-ის სახლებშიც შეუძლებელია თავისუფალი ბინის ნახვა, თუ გაგიმართლათ და ნახეთ, ძალიან ძვირია. ეს არის მარეს უბანში ერთადერთი ტერიტორია, რომლის უძრავი ქონების ფასები უტოლდება მე-7 და 16-ე რაიონის ფასებს. დანარჩენ მარეში შეგიძლიათ ნახოთ, როგორც სასტუმროები, ასევე ბინები მისაღებ ფასებში. თუ გინდათ პარიზის ნამდვილი სული გაიგოთ, ამ უბანს რეკომენდაციას ვუწევ.
ამის მერე რას ვაკეთებთ? მოედნის შესასვლელიდან პირდაპირ გამოვდივართ ბირაგის მოკლე ქუჩაზე, რომელიც ჩადის სენ ანტუანზე და უერთდება რივოლის ქუჩას მარჯვნივ. მივყვებით რივოლის, (რაც თავის მხრივ ერთგვარი კულტურული სანახაობაა) იქამდე სანამ არ მივადგებით პარიზის მერიის (Hôtel de ville) გასაშტერებელ შენობას. როგორ უნდა იცნოთ? მარტივად. სამეფო სასახლეს გავს. თავისი უშველებელი ეზოთი, რომელიც წელს რატომღაც სპორტულ მოედნად და პლიაჟის დამატებად იყო გადაქცეული, ქვიშის ფრენბურთით და სხვა სპორტული მოედნებით.
წლევანდელი
ხომ გაგიგიათ გამოთქმა, "გარედან მტერს უბრმავებს თვალს და შიგნიდან მოყვარესო". პარიზის მერია შიგნიდან არათუ მტერს, მოყვარესაც კი უბრმავებს თვალს.
მერიისა და რივოლის ქუჩის კუთხეში იწყება არქივის ქუჩა - ქუჩა რომელსაც არასდროს სძინავს. ერთ წელს მის გვერდით მდებარე ქუჩაზე მქონდა ბინა დაქირავებული, ამიტომ ყოველ დღე, დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში მიწევდა რამდენჯერმე გასვლა-გამოსვლა და სულ ეღვიძა.
როგორც ზემოთ ვთქვი, მარეს უბანი გეი ქომიუნითის უბანია შესაბამისი კაფეებით ბარებით, კლუბებით. უძინარი არქივის ქუჩაც ერთ-ერთი ყველაზე გეი ფრენდლი ქუჩაა. არ შეგეშინდეთ თუ აქ მოხვდებით. დღეა თუ ღამე გაიარეთ თამამად, უშიშრად, ამაყად! აქ არავინ "ირთმეინება" არც ქართველობას, არც ტრადიციებს, არც რწმენას, არც გვარიშვილობას და უფრო მეტიც, არათუ არ "ირთმეინებიან", საერთოდაც არ აინტერესებთ, გინდათ ჩოხა-ახალუხით გაგივლიათ, გინდათ ნაბად-ხანჯლით, გინდათ ჯაჭვის პერანგით, გინდათ ტყავის მოტკეცილი ტრუსებით და თუ გინდათ სულ შიშველს გირბენიათ. ზედ არავინ გიყურებთ ქალი ხართ თუ კაცი. ასე რომ გარყვნა და გაპიდარასტება ნუ შეგაშინებთ, რა თქმა უნდა, თქვენ თუ არ მოინდომეთ.
საერთოდ ჩემი აზრი ესეთია: თავისუფალ გარემოში ადამიანის ლტოლვა სხვადასხვა რაღაცისადმი არის სრულიად ბუნებრივი და ზის იმ ჩარჩოებში, სადამდეც ადამიანის ფსიქიკა, ინტელექტი და ტემპერამენტი სწვდება. აკრძალულ გარემოში იგივე რაღაცეებისადმი ლტოლვა იღებს მახინჯ და ზოგჯერ სასტიკ ფორმებს და ეს სიმახინჯე ისევე, როგორც სისასტიკე ადამიანის განვითარების დონის პირდაპირპროპორციულია. ასე რომ ჩარჩოებში ჩასმით ადამიანს ძალით ვაქცევთ პირუტყვად, იმიტომ რომ მისი საფიქრალი დაგვყავს მინიმუმამდე : როგორმე თავი დააღწიოს ჩარჩოებს და დაარღვიოს წესი. როდისღა განვითარდეს? არც დრო აქვს ამის და შინაგანი რესურსიც ცალკე ლტოლვებთან ბრძოლას ხმარდება, ცალკე აკრძალულის დამსხვრევას. აქედან გამომდინარე ყველაზე განვითარებულები ის ქვეყნები არიან, სადაც თავისუფალი გარემოა და ადამიანს აქვს არჩევანი იყოს ის, ვინც უნდა რომ იყოს და როცა საკუთარ თავთან და სურვილებთან ბრძოლაში არ ხარჯავ უამრავ დროს და ენერგიას, შესაბამისად სხვა ყველა იმ კუთხითაც ვითარდები, რა ინტერესიც გაქვს ცხოვრებაში და ფართო პერსპექტივაში ეს როგორც შენ გადგება, ისევე ქვეყანას. აქედან იქმნება სახელმწიფო და საზოგადოება.
აი ეს ადამიანები განვითარებული საზოგადოების და სახელმწიფოს წევრები არიან. თუნდაც მარტო იმიტომ რომ "თავი ჩემია და ტანი სხვისი"-ს დამალვა არ სჭირდებათ ტაბურეტკითა და დროშით ხელში სირბილით და ძარღვების დაბერვამდე მორალის კითხვით, მაშინ როცა საკუთარ კარადაში ჩონჩხებს ვერ ითვლიან.
მე მიყვარს ეს ქვეყანა იმიტომ, რომ ყველას თანაბარ შანსს აძლევს იყოს ის, ვინც უნდა რომ იყოს და აკეთოს ის, რაც შეუძლია, სქესის, ასაკისა და ყოველგვარი განმასხვავებელი ნიშნის მიუხედავად. ახლა ჩამოსულს თუ საკუთარი ლოგინი არ დაუთმეს და მასპინძლის პრივილეგიით სარგებლობენ, მე გიხდით ბოდიშს მაგაზე.
პირველად მაშინ მივხვდი, ეს ქვეყანა რომ ძალიან მიყვარდა, როცა 75-80 წლის საკმაოდ ულამაზო გარეგნობის ქალი კონსულტანტად გამეცნო გალერი ლაფაიეტის პარფიუმერიის დარბაზში, გუჩის სექციაში და ერთბაშად ყველა განცხადება ამომიტივტივდა თავში "სასიამოვნო შესახედაობის 30 წლამდე მანდილოსნით" რომ იწყება და მეორედ მაშინ, როცა კაფეში მოხუცი ცოლ-ქმარი ერთმანეთს კოცნიდა. მაშინ მივხვდი რომ აქ ორი რაღაც არ არსებობს - ის, უსარგებლობისა და არასასურველობის განცდის შიში, რასაც საზოგადეობა სთესავს ჩვენს გარშემო გარკვეული ასაკობრივი ზღვარის გადაბიჯების შემდეგ. აი ზუსტად ამით გამოწვეული, თორემ რა თქმა უნდა, ყველას თავისი განცდები და შინაგანი "წუხილები" აქვს.
ხედი ფლამელის ქუჩიდან.
ეკლესიის წინ კიბეებზე ჩამომჯდარ წყვილებსაც ნახავთ აქ, სიყვარულს რომ არავინ უშლით.
ესაა ძირითადი, რაც სანახავია მეოთხე რაიონში უამრავ ბუტიკებთან, კაფეებთან "ფეშენ" სალონებთან ერთად. აქ არა მარტო ძვირადღირებული ბრენდების მაღაზიებს შეხვდებით, არამედ ჩინური და ინდური სამკაულების მაღაზიების დიდი ქსელიცაა, როგორს საცალო ასევე საბითუმო ვაჭრობის. შეიძლება თვალები აგიჭრელდეთ რაოდენობისგან და მრავალფეროვნებისგან. საკმაოდ კარგი ხარისხისაა. მაგალითად აქ თუ მსგავსი ყელსაბამი ღირს 50-60 ლარი, იქ მაქსიმუმ 7 ევრო ღირს. სამაჯურების საყურეების, კულონების ფასები იწყება 1.50 ევროდან 5 ევრომდე. საბითუმო მაღაზიებში კიდევ უფრო ბევრად ნაკლები.
ინდური ქვები, რომლებიც ძაფებზეა ასხმული და ესე იყიდება, ცოტა უფრო ძვირი ღირს 5 დან 15 ევრომდე თითო ასხმა, მაგრამ რა ფორმის, ზომის, ფერის და შემადგენლობის ქვა არ გინდა, რომ ვერ ნახოთ. ყველაფერია, დაწყებული ძალიან წვრილი ბურთებიდან დამთავრებული იგივენაირი ძალიან მსხვილებით, მერე იგივე ქვები ძალიან პატარიდან უმსხვილესამდე, ოღონდ სხვანაირი დამუშავებით. აქ რამდენიმე ქუჩაა, სადაც ერთმანეთის მიყოლებითაა ეს მაღაზიები საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე. არის კიდევ უფრო ძვირიანი მაღაზიები სხვა რაიონებში, სადაც ეს ასხმები თითო 50 დან 100 ევრომდე ღირს. ოღონდ იქ ცოტა სხვა ხარისხის ქვებია.
ამით დავამთავრეთ მეოთხე რაიონი და გადავდივართ მესამეში ანუ როგორც უკვე გითხარით მარეს ჩრდილოეთ ნაწილში. თუ მეოთხე რაიონი ანუ მარეს სამხრეთ ნაწილი ტურისტული, ხალხმრავალი და ცოცხალია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, მესამე რაიონი სიმშვიდით, სიწყნარით, სიმყუდროვითა და უფრო მეტი ინტიმურობით გამოირჩევა. აქ არ ცხოვრობს "ფოშ" საზოგადოება, როგორც მაგალითად, მეშვიდე ან მეთექვსმეტე რაიონებში, მაგრამ ეს არის გლამურული ჰიპსტერების უბანი. ერთ-ერთ ზაფხულს ამ რაიონის "მდგმური" ვიყავი შარლოს ქუჩაზე და მქონდა საშუალება კარგად დავკვირვებოდი აქაურ ყოველდღიურ ცხოვრებას.

გადავინაცვლოთ კუნძულ სენ ლუისზე - პატარა, კოხტა კუნძული მე-17 საუკუნის ულამაზესი არქიტექტურით, რომელიც ოთხი ხიდით უკავშირდება ორივე სანაპიროს და ერთით კუნძულ სიტეს. ეს არის (Upper class) საცხოვრებელი უბანი, რომელიც "რატომღაც" ძალიან იზიდავს ამერიკელებს და ხშირად ყიდულობენ უძრავ ქონებას აქ. ორივე კუნძული საკმაოდ მოთხოვნადია ბინების დაქირავების მხრივაც, რადგან ირგვლივ ყველა მხრიდან საოცარი ხედები იშლება, მაგრამ ბინების დაქირავება აქ პრაქტიკუალდ შეუძლებელია, უბრალოდ ვერ იშოვით. ფასიც რა თქმა უნდა შესაბამისია.
თუ მაინცდამაინც ახლომდებარე ტერიტორიაზე გინდათ ბინის აღება, გაქვთ ამის შესაძლებლობა და თან სულით რომანტიკოსი ხართ, მაშინ ამ აგენტის ბინები ზედგამოჭრილია თქვენთვის. ონლაინ დაჯავშნა არ ხდება, მხოლოდ იმეილზე მიმოწერით ხდება შეთანხმება.

აქვე, ორლეანის ქუჩაზე შეგიძლია ნახოთ შოპენის მუზეუმი, რომელიც კვირაში ოთხ დღესაა ღია - სამშაბათიდან პარასკევამდე, ორიდან ექვს საათამდე, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. მუზეუმი მდებარეობს Bibliothèque Polonaise à Paris-თან ერთად ერთ შენობაში.
კუნძულ სენ ლუისს სიტესთან აკავშირებს სენ ლუისის ხიდი. აქ შეიძლება ყოველ დღე მრავალნაირ ქუჩის სანახაობას წააწყდე და კარგადაც გაერთო.კუნძული მარჯვენა სანაპიროს უერთდება ლუი ფილიპის, მარის და სიულის ხიდებით და ამით გადავდივართ კიდეც მეოთხე რაიონში.
როგორც ვთქვი, ეს არის ლე მარეს დასახლება - ძველი არისტოკრატიის, ებრაელთა და გეი ქომიუნითის უბანი. პარიზის არისტოკრატია აქ ცხოვრობდა მე-18 საუკუნემდე. მეფის კარის ვერსალში გადასვლის გამო, მდიდარი მოსახლეობაც დაიძრა და გადაბარგდა დღევანდელ მე-7 რაიონში. მე-19 საუკუნეში კი თითქმის დაცარიელდა, რომელიც შემდგომში აღმოსავლეთ ევროპიდან მიგრირებული ებრაელებით შეივსო. სამეფო სახლები კი მუზეუმებად და კულტურულ ცენტრებად გადაკეთდა.
ლათინურ კვარტალთან ერთად ჩემთვის ეს უბანი არის ყველაზე ცოცხალი, ლაღი, უსაფრთხო და ყველაზე პარიზული პარიზი. პირველი რის ნახვასაც გირჩევდით, ეს არის ჰენრი (ანრი) მეოთხეს მიერ აგებული Place des Vosges - პარიზის უძველესი მოედანი - ყოფილი სამეფო მოედანი, რომელიც არა მარტო მესამე-მეოთხე რაიონის, არამედ მთელ პარიზში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია კვადრატული ფორმის ბაღით და ბაღის გარშემო აღმართული, წითელი აგურითა და ღია ფერის ქვებით ნაშენი სიმეტრიული და ერთგვაროვანი შენობებით.
ეს გუგლის ფოტო, ზედხედი
წელს კარგი ამინდი დაემთხვა და ბაღიც სავსე იყო
მოედნის ერთ-ერთ შენობაში მდებარეობს ვიქტორ ჰიუგოს სახლ-მუზეუმი. გამიმართლა და ისეთ დროს მოვხვდი, რომ "საბრალონის" საიუბილეო გამოცემაც შემხვდა. (დედა გავახარე).
უცნაური გრძნობა დამეუფლა, როგორც კი ფეხი სადარბაზოში შევდგი. მთელი ბავშვობა დედა გვიკითხავდა ისეთ წიგნებს, რომლის ავტორების არსებობაც კი არ მჯეროდა, ფიქრშიც კი ვერ ვეხებოდი და უცბად ერთ-ერთის სახლში ვხვდები, იმ სახლში, სადაც წერდა "იმ" ამბებს, სადაც ეძინა, სადაც ფანჯრიდან იყურებოდა, სადაც ბუხართან იჯდა და ხან თვლემდა, ხან კითხულობდა, სადაც ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ორი საუკუნის შემდეგ, მიყრუებული კავკასიის მთების შვილი, მედიკო მასწავლებლის დადგმულ სასკოლო სპექტაკლში ითამაშებდა მის კოზეტას.
ავყვეთ კიბეებს:
ესეც სახლი
ხედი მისი ფანჯრებიდან
ჰიუგოს სახლიდან რომ გამოხვალთ და ჰიუგოს კაფეში არ შეხვალთ, არ გეცოდინებათ რომ აქ მსოფლიოში საუკეთესო ცხელ შოკოლადს ამზადებენ!
მერე და გგონიათ დიდი გზის გავლა მოგიწევთ? იქვეა სახლის კუთხეში საყვარლად მიყუჟული.
გადაქექილი მაგიდები რატოა, გითხრათ? მართლა გადაქექილი და არა, ხელოვნურად დაძველებული. მეტროს მწვანე ვაგონებზე რო მოგიყევით პირველ ნაწილში, ესეც ეგრეა.
კაფეს ეს ადგილი ბოლოსთვის შემოვინახე, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ბავშვობოს ოცნების კაფის ზუსტი ასლი. ესეთი საბავშვო სავარძლები გვქონდა სახლში, მრგვალი და მაგიდაც პატარა და მრგვალი. ზაფხულობით დედაჩემი გაიტანდა და დადგამდა ხოლმე დიდ, დაბალ ფანჯრებიან ლოჯიაში, რაფის წინ. ვაღებდით ყველა ფანჯარას, მერე ნამცხვრისგან მორჩენილ ცხელი შოკოლადის მინანქარს გვისხამდა ჭიქებში, თან ვსვამდით, თან გამვლელებს ვაკვირდებოდით, თან დიდი მეგონა თავი და ზუსტად ესეთი წარმომედგინა პარიზული კაფე.
როგორც კუნძულებზე, ასევე Place des Vosges-ის სახლებშიც შეუძლებელია თავისუფალი ბინის ნახვა, თუ გაგიმართლათ და ნახეთ, ძალიან ძვირია. ეს არის მარეს უბანში ერთადერთი ტერიტორია, რომლის უძრავი ქონების ფასები უტოლდება მე-7 და 16-ე რაიონის ფასებს. დანარჩენ მარეში შეგიძლიათ ნახოთ, როგორც სასტუმროები, ასევე ბინები მისაღებ ფასებში. თუ გინდათ პარიზის ნამდვილი სული გაიგოთ, ამ უბანს რეკომენდაციას ვუწევ.
ამის მერე რას ვაკეთებთ? მოედნის შესასვლელიდან პირდაპირ გამოვდივართ ბირაგის მოკლე ქუჩაზე, რომელიც ჩადის სენ ანტუანზე და უერთდება რივოლის ქუჩას მარჯვნივ. მივყვებით რივოლის, (რაც თავის მხრივ ერთგვარი კულტურული სანახაობაა) იქამდე სანამ არ მივადგებით პარიზის მერიის (Hôtel de ville) გასაშტერებელ შენობას. როგორ უნდა იცნოთ? მარტივად. სამეფო სასახლეს გავს. თავისი უშველებელი ეზოთი, რომელიც წელს რატომღაც სპორტულ მოედნად და პლიაჟის დამატებად იყო გადაქცეული, ქვიშის ფრენბურთით და სხვა სპორტული მოედნებით.
მერიისა და რივოლის ქუჩის კუთხეში იწყება არქივის ქუჩა - ქუჩა რომელსაც არასდროს სძინავს. ერთ წელს მის გვერდით მდებარე ქუჩაზე მქონდა ბინა დაქირავებული, ამიტომ ყოველ დღე, დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში მიწევდა რამდენჯერმე გასვლა-გამოსვლა და სულ ეღვიძა.
როგორც ზემოთ ვთქვი, მარეს უბანი გეი ქომიუნითის უბანია შესაბამისი კაფეებით ბარებით, კლუბებით. უძინარი არქივის ქუჩაც ერთ-ერთი ყველაზე გეი ფრენდლი ქუჩაა. არ შეგეშინდეთ თუ აქ მოხვდებით. დღეა თუ ღამე გაიარეთ თამამად, უშიშრად, ამაყად! აქ არავინ "ირთმეინება" არც ქართველობას, არც ტრადიციებს, არც რწმენას, არც გვარიშვილობას და უფრო მეტიც, არათუ არ "ირთმეინებიან", საერთოდაც არ აინტერესებთ, გინდათ ჩოხა-ახალუხით გაგივლიათ, გინდათ ნაბად-ხანჯლით, გინდათ ჯაჭვის პერანგით, გინდათ ტყავის მოტკეცილი ტრუსებით და თუ გინდათ სულ შიშველს გირბენიათ. ზედ არავინ გიყურებთ ქალი ხართ თუ კაცი. ასე რომ გარყვნა და გაპიდარასტება ნუ შეგაშინებთ, რა თქმა უნდა, თქვენ თუ არ მოინდომეთ.
საერთოდ ჩემი აზრი ესეთია: თავისუფალ გარემოში ადამიანის ლტოლვა სხვადასხვა რაღაცისადმი არის სრულიად ბუნებრივი და ზის იმ ჩარჩოებში, სადამდეც ადამიანის ფსიქიკა, ინტელექტი და ტემპერამენტი სწვდება. აკრძალულ გარემოში იგივე რაღაცეებისადმი ლტოლვა იღებს მახინჯ და ზოგჯერ სასტიკ ფორმებს და ეს სიმახინჯე ისევე, როგორც სისასტიკე ადამიანის განვითარების დონის პირდაპირპროპორციულია. ასე რომ ჩარჩოებში ჩასმით ადამიანს ძალით ვაქცევთ პირუტყვად, იმიტომ რომ მისი საფიქრალი დაგვყავს მინიმუმამდე : როგორმე თავი დააღწიოს ჩარჩოებს და დაარღვიოს წესი. როდისღა განვითარდეს? არც დრო აქვს ამის და შინაგანი რესურსიც ცალკე ლტოლვებთან ბრძოლას ხმარდება, ცალკე აკრძალულის დამსხვრევას. აქედან გამომდინარე ყველაზე განვითარებულები ის ქვეყნები არიან, სადაც თავისუფალი გარემოა და ადამიანს აქვს არჩევანი იყოს ის, ვინც უნდა რომ იყოს და როცა საკუთარ თავთან და სურვილებთან ბრძოლაში არ ხარჯავ უამრავ დროს და ენერგიას, შესაბამისად სხვა ყველა იმ კუთხითაც ვითარდები, რა ინტერესიც გაქვს ცხოვრებაში და ფართო პერსპექტივაში ეს როგორც შენ გადგება, ისევე ქვეყანას. აქედან იქმნება სახელმწიფო და საზოგადოება.
აი ეს ადამიანები განვითარებული საზოგადოების და სახელმწიფოს წევრები არიან. თუნდაც მარტო იმიტომ რომ "თავი ჩემია და ტანი სხვისი"-ს დამალვა არ სჭირდებათ ტაბურეტკითა და დროშით ხელში სირბილით და ძარღვების დაბერვამდე მორალის კითხვით, მაშინ როცა საკუთარ კარადაში ჩონჩხებს ვერ ითვლიან.
მე მიყვარს ეს ქვეყანა იმიტომ, რომ ყველას თანაბარ შანსს აძლევს იყოს ის, ვინც უნდა რომ იყოს და აკეთოს ის, რაც შეუძლია, სქესის, ასაკისა და ყოველგვარი განმასხვავებელი ნიშნის მიუხედავად. ახლა ჩამოსულს თუ საკუთარი ლოგინი არ დაუთმეს და მასპინძლის პრივილეგიით სარგებლობენ, მე გიხდით ბოდიშს მაგაზე.
პირველად მაშინ მივხვდი, ეს ქვეყანა რომ ძალიან მიყვარდა, როცა 75-80 წლის საკმაოდ ულამაზო გარეგნობის ქალი კონსულტანტად გამეცნო გალერი ლაფაიეტის პარფიუმერიის დარბაზში, გუჩის სექციაში და ერთბაშად ყველა განცხადება ამომიტივტივდა თავში "სასიამოვნო შესახედაობის 30 წლამდე მანდილოსნით" რომ იწყება და მეორედ მაშინ, როცა კაფეში მოხუცი ცოლ-ქმარი ერთმანეთს კოცნიდა. მაშინ მივხვდი რომ აქ ორი რაღაც არ არსებობს - ის, უსარგებლობისა და არასასურველობის განცდის შიში, რასაც საზოგადეობა სთესავს ჩვენს გარშემო გარკვეული ასაკობრივი ზღვარის გადაბიჯების შემდეგ. აი ზუსტად ამით გამოწვეული, თორემ რა თქმა უნდა, ყველას თავისი განცდები და შინაგანი "წუხილები" აქვს.
მეოთხე რაიონში ერთ-ერთი მთავარი სანახაობა არის ბობურგის ქუჩაზე მდებარე პომპიდუს ცენტრი, (Centre national d'art et de culture Georges-Pompidou) სადაც თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმია განთავსებული და საზოგადოებრივი ბიბლიოთეკა. შენობის არქიტექტურა მთლიანად განსხვავებულია პარიზის არქიტექტურისგან, ერთი შეხედვით ეს გავს ფერადი მილების ქარხანას, რადგან კონტრუქცია მთლიანად ფერად-ფერადი მილებისგანაა აგებული, რომლებსაც თავისი დანიშნულება აქვთ ფერების მიხედვით: მწვანე წყლის გაყვანილობისაა, ლურჯი - კონდიცირების, ელექტროობის - ყვითელი, ესკალატორები წითელი ფერისაა, თეთრი-მიწისქვეშა ვენტილაციისთვის, შენობის ჩოჩხის სვეტებიც კი გარეთაა გამოტანილი. არქიტექტორმა თითქოს უკუღმა გადმოაბრუნა შენობა და ისე ააგო. ამით მეტი სივრცე დატოვა შენობის შიგნით გამოფენებისთვის.
გუგლის ფოტო: ზედხედი
ბევრს მოსწონს, ბევრს არ მოსწონს ეს შენობა. მე არ მომწონს, იმიტომ რომ მარეს უბნის სიმყუდროვიდან და ინტიმურობიდან მთლიანად ამოვარდნილია.
ცენტრის ირგვლივ უამრავი პატარ-პატარა მყუდრო კაფეა, სადაც შეგიძლიათ შეეფაროთ და დაისვენოთ, პომპიდუს უზარმაზარი სივრცისგან დაღლილები.
სენ პოლის ქუჩაზე შეგიძლიათ ეწვიოთ მაგიის მუზეუმს, რომელიც მარკიზ დე სადის სახლის ქვემოთ მდებარე 16- ე საუკუნის სარდაფებში მდებარეობს და გაერთოთ სხვადასხვა მაგიური შოუთი, მაგიური სარკეებით, ოპტიკური ილუზიებით და ა.შ. ბავშვებისთვის კარგი გასართობია, ასევე ჰელოუინ ფართისთვის. ეს არის კერძო მუზეუმი, რომელიც შექმნა ჟორჟე პრუსტმა 1993 წელს. გახსნის დღიდან აქაურობის მასპინძელია Jérôme Cadeac.
რივოლის და ნიკოლას ფლამელის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს სენ ჟაკის კოშკი, ამავე სახელობის სკვერში, რომელიც სენ-ჟაკ-ლა-ბუშერის ეკლესიის ერთადერთი შემორჩენილი ელემენტია. რევოლუციის შემდეგ მთავრობამ სახალხო საკუთრებად გამოაცხადა ეკლესია, მერე ნაწილ-ნაწილ დაშალა და ქვებად გაყიდა. ამ ერთადერთი ნაწილისგანაც შეგექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ტაძარი იყო გრანდიოზული და პარიზის ნოტრ-დამზე არანაკლებ ლამაზი. დღესდღეობით კოშკში მეტეოსადგური ფუნქციონირებს.
ხედი ფლამელის ქუჩიდან.
სენ პოლის, რივოლისა და სენ ანტუანის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს სენ პოლ-სენ ლუის რომაული სტილის ულამაზესი ეკლესია.
ეკლესიის წინ კიბეებზე ჩამომჯდარ წყვილებსაც ნახავთ აქ, სიყვარულს რომ არავინ უშლით.
ესაა ძირითადი, რაც სანახავია მეოთხე რაიონში უამრავ ბუტიკებთან, კაფეებთან "ფეშენ" სალონებთან ერთად. აქ არა მარტო ძვირადღირებული ბრენდების მაღაზიებს შეხვდებით, არამედ ჩინური და ინდური სამკაულების მაღაზიების დიდი ქსელიცაა, როგორს საცალო ასევე საბითუმო ვაჭრობის. შეიძლება თვალები აგიჭრელდეთ რაოდენობისგან და მრავალფეროვნებისგან. საკმაოდ კარგი ხარისხისაა. მაგალითად აქ თუ მსგავსი ყელსაბამი ღირს 50-60 ლარი, იქ მაქსიმუმ 7 ევრო ღირს. სამაჯურების საყურეების, კულონების ფასები იწყება 1.50 ევროდან 5 ევრომდე. საბითუმო მაღაზიებში კიდევ უფრო ბევრად ნაკლები.
ინდური ქვები, რომლებიც ძაფებზეა ასხმული და ესე იყიდება, ცოტა უფრო ძვირი ღირს 5 დან 15 ევრომდე თითო ასხმა, მაგრამ რა ფორმის, ზომის, ფერის და შემადგენლობის ქვა არ გინდა, რომ ვერ ნახოთ. ყველაფერია, დაწყებული ძალიან წვრილი ბურთებიდან დამთავრებული იგივენაირი ძალიან მსხვილებით, მერე იგივე ქვები ძალიან პატარიდან უმსხვილესამდე, ოღონდ სხვანაირი დამუშავებით. აქ რამდენიმე ქუჩაა, სადაც ერთმანეთის მიყოლებითაა ეს მაღაზიები საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე. არის კიდევ უფრო ძვირიანი მაღაზიები სხვა რაიონებში, სადაც ეს ასხმები თითო 50 დან 100 ევრომდე ღირს. ოღონდ იქ ცოტა სხვა ხარისხის ქვებია.
ამით დავამთავრეთ მეოთხე რაიონი და გადავდივართ მესამეში ანუ როგორც უკვე გითხარით მარეს ჩრდილოეთ ნაწილში. თუ მეოთხე რაიონი ანუ მარეს სამხრეთ ნაწილი ტურისტული, ხალხმრავალი და ცოცხალია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, მესამე რაიონი სიმშვიდით, სიწყნარით, სიმყუდროვითა და უფრო მეტი ინტიმურობით გამოირჩევა. აქ არ ცხოვრობს "ფოშ" საზოგადოება, როგორც მაგალითად, მეშვიდე ან მეთექვსმეტე რაიონებში, მაგრამ ეს არის გლამურული ჰიპსტერების უბანი. ერთ-ერთ ზაფხულს ამ რაიონის "მდგმური" ვიყავი შარლოს ქუჩაზე და მქონდა საშუალება კარგად დავკვირვებოდი აქაურ ყოველდღიურ ცხოვრებას.
ეს არის "ადგილობრივების" უბანი. ეს არის "ტიპების" უბანი. ეს არის "გლამურულ სიწყნარეში ცხოვრების" უბანი ვიწრო, არახმაურიანი ქუჩებით, პატარა-პატარა უსახელო/სახელიანი ბუტიკ-სალონებით, ვინტაჟ-მაღაზიებით, მოდური სტუდიებით, აი ისეთით ზოგს სახელწოდებაც რო არ აწერია გარედან, მაგრამ ვინც იცის, იმათთვის სრულიად გასაგებია. ის უსახელო სტუდიები, ყოველ დილით გაპრიალებულ-გალაქული ტიპები რომ შედიან-გადიან ჩუმად, მოჩვენებებივით დადიან შიგნით, იქექებიან ჟურნალებში, ათვალიერებენ, რაღაცეებს უხსნიან ერთმანეთს ემოციურად, საქმიანად. მოკლედ თავიანთ სამყაროში ცხოვრობენ ისე, თითქოს სულ არ აინტერესებთ, რა ხდება დანარჩენ პარიზში, მერე შუადღით იქვე გავლენ ლანჩზე, საღამოს სადილზე შეუძლიათ საათობით იჯდნენ თუნდაც ერთ ჭიქა ღვინოზე და სახლში დასაძინებლად თუ შევლენ.
კაფეებიც ძირითადად ერთი და იგივე ადგილობრივი მაცხოვრებლებითაა დაკავებული.
დღის განმავლობაში ვინ რას ჭამს, ზეპირად რომ იცის მომსახურე პერსონალმა.
აი, თითქმის სულ ესეთი ვიწრო ქუჩებია და არაფრით გამორჩეული კაფეები. აქ ხომ ყველაფერი "მეზობლებისთვისაა".
შეამჩნევდით რომ ყველა კაფე ღია ტერასითაა, რომელიც ზამთარში თბება და ზაფხულში გრილდება, ამიტომ ზამთარ-ზაფხულ ხალხი სულ გარეთ ზის. ამ დროს, შეიძლება შიგნით სულ ცარიელი იყოს, მაგრამ გარეთ მთლიანად სავსე. ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისიცაა, რომ შენობებში მოწევა აკრძალულია და პარიზელები კიდე ცნობილი "ჰევი სმოუქერები" არიან.
მრგვალი მაგიდები, ერთმანეთზე გვერდიგვერდ მიმდგარი ორ-ორი სკამით - ესაა პარიზული კაფეების სტილი, რომელიც ამ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი და სავიზიტო ბარათია.
ერთი კაფე მიყვარს აქ განსაკუთრებით, კაფე ბულდოგი, უგემრიელესი, მხოლოდ ამ კაფის ნოუ ჰაუ კერძებით და მუდმივი მასპინძლით - გაბრაზებული ბიცოლას სახიანი პატარა მსუქანი ბულდოგით, მეორე სართულის ასასვლელი კიბის პირველ საფეხურთან რომ სძინავს ხოლმე. კაფე, სადაც ჩვენი მეორედ შესვლისთანავე დეტალურად ახსოვდა მიმტანს, წინა დღისით საუზმეზე რა ვჭამეთ და რა დავლიეთ. არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ამის გამო შოკი უკვე მქონდა წინა წელს მიღებული, როცა ორ სხვადასხვა რაიონში მდებარე კაფის მეპატრონე-მიმტანებს არათუ მე და ჩემი ქმრის სახელები, არამედ ისიც კი ახსოვდათ, ერთი წლის წინ სად ვიჯექით და რას ვუკვეთავდით. მერე დავმეგობრდით კიდეც და სულ "პირზე კოცნით" გვხვდებოდნენ, ბოლოში თავისი ერთი ჭიქა კონიაკის ან ღვინის ჩუქებით. რა თქმა უნდა, ვალში არ ვრჩებოდით. მოკლედ, ეს იყო "შენც კარგი ხარ, მეც კარგი ვარ ღელასიონი".
კაფის უკან, ტამპლის ქუჩაზე მდებარეობს იუდაიზმის ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმი და ანა ფრანკის პატარა ბაღი, სადაც ასევე შეგიძლია ეწვიოთ თოჯინების კერძო მუზეუმს, თუ ხართ მოყვარულები და დაათვალიეროთ უნიკალური კოლექცია, რომელიც ხუთასზე მეტ ფრანგულ თოჯინას ითვლის, გამოშვებული 1800 წლიდან დღემდე.
განსაკუთრებით მომხიბლა მინიატურულმა ნივთებმა. თოთოეული ჩანგლის, კოვზის და დანის სიგრძე ალბათ მაქსიმუმ ოთხი სანტიმეტრია. ყველაფერი რაც კი შეიძლება ოდესმე პატარა გოგონებს ეოცნებათ "დედობანას" თამაშის დროს. და მეც თუ ოდესმე რამე ნივთზე მიოცნებია, რომელსაც წარმოვიდგენდი ხოლმე ათსანტიმეტრიანი ადამიანების ხეში გამოჭრილ სახლებში, ყველაფერი ვნახე. ყველაფერი, ყველა ნივთი რაც კი შეიძლება თავში მოგივიდეთ. ზუსტად ისეთივე მასალის ზუსტად ისეთივე დეტალებით თუ ხარისხით გაკეთებული, როგორც ჩვეულებრივი ავეჯი და სხვა ნებისმიერი საყოფაცხოვრები ნივთი. და ეს ყველაფერი იყიდებოდა. არაფერიც არ მიყიდია, იმიტომ რომ ან ყველაფერი უნდა იყიდოთ ან არაფერი.
ტორინის ქუჩაზე კი შეგიძლიათ პიკასოს მუზეუმი ნახოთ, რომელიც მარეს უბანში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ შენობაშია განთავსებული.
ჩრდილო-აღმოსავლეთით რაიონს ესაზღვრება რესპუბლიკის მოედანი, რომელიც თავის მხრივ ესაზღვრება მეათე რაიონს ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით - მეთერთმეტეს. აქვე მთვარდება მარეც.
ზემოთ, სათაურში მივუთითე, რომ მესამე რაიონის სახელწოდებაა ტამპლი ანუ ტაძარი, რომლის საფუძველიც 13 საუკუნეში უნდა ვეძებოთ, როცა აქ დასახლდნენ ტამპლიერები და ამოაშრეს აქ არსებული ჭაობები, გარდა დასავლეთ ნაწილისა, რომელიც უკვე ამომშრალი იყო სენ მარტინის ორდენის მიერ 12-ე საუკუნეში.
შემდეგ ეს მხარე თანდათანობით სამხრეთისკენ იზრდება და ვითარდება, განსაკუთრებით მე-14 საუკუნის ბოლოს, მას მერე რაც შარლ მეხუთე იდებს ბინას აქ და დასახლებაც ხდება არისტოკრატთა საცხოვრებელი უბანი მე-17 საუკუნის ბოლომდე.
1682 წელს მეფის კარის ვერსალში გადასვლის შემდეგ, ამ დასახლებამ ნელ-ნელა დაკარგა პოპულარობა და მისი მდიდარი მაცხოვრებლები გადავიდნენ დღევანდელ მეშვიდე რაიონში, როგორც ზემოთ გითხარით.
ესეც მეორე ნაწილის დასასრული. მესამე ნაწილი დაეთმობა მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე რაიონებს. სანამ დავწერ და დავდებ, მანამდე გიტოვებთ ნაწვიმარი პარიზის ფოტოებს (სხვადასხვა ფოტოგრაფების მიერ გადაღებულს) ულამაზესი ფრანგული აკორდეონის თანხლებით.