ალექსანდრე დიუმა - ფრანგული ჰედონიზმის მამა-მარჩენალი, საკუთარ სისხლძარღვებში გამტარებელი, ლოთი, შფოთი, ხელგაშლილი, მუდმივად შეყვარებული და სიცოცხლეშივე ყველაზე დაფასებული მწერალი. არც ერთ მწერალს არ ღირსებია ისეთი დიდება, როგორც მას და არც ერთ მწერალს არ შეურგია ამ დიდებისგან თითოეული წამი.
ათ მილიონს შოულობს, ოცს ხარჯავსო. - მასზე ამბობდნენ.
ყველას და ყველაფერს ყოფნიდა. საკუთარ თავს ვეღარ ეყო ბოლოში და სიღარიბეში მოკვდა გიჟვრაცუასავით.
შვილს ალექსანდრე დიუმას ჰკითხეს როგორ მოკვდაო. ზუსტად ისე, როგორც იცხოვრა, არც კი გაუგიაო.
გრაფი მონტე კრისტო იყო თვითონვე და ამ შატოსაც, სადაც გაკოტრებამდე ცხოვრობდა, შატო „მონტე კრისტო“ ჰქვია. თვითონ ააშენა. უზარმაზარ ბაღში დგას. ლამაზ, კოპწია სათამაშო სასახლეს ჰგავს, სანამ მიუახლოვდები.
შემაღლებულზე მეორე შატოც დგას პატარა და ზღაპრული - აქ წერდა და მუშაობდა. მერე ვალებში გაყიდა ესეც.
პარიზიდან RER A მიდის. ბოლო გაჩერება პატარა ქალაქი Saint-Germain-en-Laye. მერე მიდიხართ ავტობუსით ან ფეხით Le Port-Marly-მდე.


















No comments:
Post a Comment