ერთ კარგ ბიჭზე უნდა მოგიყვეთ, 80-იანი წლების ამერიკელ როკ ვარსკვლავზე და სექს სიმბოლოზე ჯონ ბონ ჯოვიზე.
როკ ვარსკვლავზე, რომელიც თავისი ცხოვრების წესითა და ხასიათით თეთრი ყვავი იყო იმ სამყაროში "სექს დრაგს ენდ როკე'ნ'როლი" რომ ქვია და არა მარტო იმ სამყაროში.
იმ ბიჭზე უნდა მოგიყვეთ, რომელმაც დაამსხვრია სტერეოტიპები:
1. კაცებს ერთგულება არ შეუძლიათ.
2. ვარსკვლავებს ერთგულება არ შეუძლიათ.
3. მითუმეტეს ვარსკვლავ კაცებს ერთგულება არ შეუძლიათ.
4. უფრო მითუმეტეს იმ ვარსკვლავ კაცებს, რომლებსაც გარეგნობის გამო სექს სიმბოლოს სტატუსიც აქვთ და გარშემო ყოველთვის გაგიჟებულ ფან ქალთა ჯარი ახვევია.
თავისი პოპულარობის პიკზე დაქორწინდა, უხმაუროდ და ცერემონიალების გარეშე, იმ ქალზე ვინც სკოლაში უყვარდა და მას მერე 28 წელია ერთად ცხოვრობენ, ოთხ შვილთან ერთად.
"ჩემი ცხოვრების არც ერთი წუთი არ მახსოვს მისი სიყვარულის გარეშე, ის ძალიან ჭკვიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი ქალია, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იდგა, მეხმარებოდა და მამხნევებდა. მე ყოველთვის მისი ერთგული ვიყავი და არასოდეს მიღალატია"
"I am wise enough to realize that women are much smarter than any man and that women control the world.” -ეს სიტყვებიც მას ეკუთვნის.
- როგორ უმკლავდებოდით ამდენი გაგიჟებული ფანი ქალის შემოსევას? - ჰკითხეს ერთხელ.
- საერთოდ არ მაინტერესებდა. მუსიკის და ჩემი ბენდის გარდა ამ სივრცეში არაფერი სხვა არ მაინტერესებდა, არასოდეს მიზიდავდა ერთი ღამის ურთიერთობები, არც სასიყვარულო ინტრიგები, ეს არაა ჩემი ცხოვრების სტილი და ვერასოდეს წაიკითხავთ ჩემზე მსგავს საეჭვო ისტორიას. მე ყოველთვის ერთი პატარა ქალაქის "family man" ვიყავი და ესეთივე დავრჩი. ჩემს მშობლიურ ქალაქშივე, ჩემს სკოლაში ვიპოვე ჩემი სიყვარული. სცენაზე ვისაც თქვენ ხედავდით, ეგეთი ბიჭი არ არსებობს, მე ეგეთ ბიჭს არ ვიცნობ - უპასუხა.
ჯონმა როკ სამყაროს სხვას სხვა სტერეოტიპებიც დაამსხვრია. ის არ ეკარებოდა ნარკოტიკებს და ალკოჰოლსაც იშვიათად და ზომიერად სვამდა.
და ეს არ არის ყველაფერი:
ეს ბიჭი ცნობილი ფილანტროპია.
2010 წელს ფორბსმა ის პირველი ადგილზე დაასახელა, როგორც ყველაზე ქველმოქმედი პერსონა სელებრიტებს შორის.
მან მილიონი დოლარი შესწირა ქარიშხალ კატრინათი დაზარალებულებს.
მან დაარსა ჯონ ბონ ჯოვის ფონდი რომელიც ეხმარება ღარიბ და უსახლკარო ადამიანებს. მისმა ფონდმა დააფინანსა ხუთასზე მეტი სახლის მშენებლობა უსახლკარო ოჯახებისთვის. ათასობით ოჯახს მისცა თავშესაფარი. ასევე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის თავშესაფრის ასაშენებლად 100 000 დოლარი გამოყო. მუშაობდა წითელი ჯვრისთვის, პედიატრიული დახმარების ფონდისთვის.
მან და მისმა ცოლმა ააშენეს საქველმოქმედო რესტორანი, სადაც მენიუში ფასები არაა მითითებული. რესტორანში ესეთი წესია ვისაც დახმარება ჭირდება და საჭმლის ფული არ აქვს ის უფასოდ ჭამს და ვისაც უბრალოდ ამ რესტორნის კერძების დაგემოვნება უნდა ის იხდის თავის დანახარჯს და ასევე ერთი სხვა ადამიანის, რომელიც იქ ზის ან სხვა დროს შემოვა და ამას ქვია "pay it forward".
რესტორნისთვის საკვები პროდუქტიც ჯონის ფერმაში მოყავთ იქვე, სადაც თვითონ მუშაობს ფიზიკურად.
ასევე რესტორანში შემოსულ სტუმრებსაც თვითონ ემსახურება და ჭურჭელსაც თვითონ რეცხავს, კერძების მომზადებაშიც იღებს მონაწილეობას.



No comments:
Post a Comment